მინი-ჩათი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

საიტის მეგობრები

მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 30 » ბაში-აჩუკი - 1956
ბაში-აჩუკი - 1956
5:52 PM

დასახელება: ბაში-აჩუკი
გამოშვების წელი: 1956
გამომშვები: სტუდია “ქართული ფილმი”
რეჟისორი: ლეო ესაკია
ენა: ქართული

როლებში
ოთარ კობერიძე - ბაში-აჩუკი
დოდო აბაშიძე - აბდუშაჰილი
ლია ელიავა - მზისა და მთვარისა
მედეა ჩახავა - მელანო
დოდო ჭიჭინაძე - ნინო
კოტე დაუშვილი - სელიმ ხანი
იუსუფ კობალაძე - ჩოლოყაშვილი
მერი დავითთაშვილი - თიმსალ-მაკო
გურამ საღარაძე - პეიქარი მირზა

აღწერა
ფილმი ”ბაში-აჩუკი” შექმნილია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სიუჟეტი სათავგადასავლო-ისტორიულია და ვითარდება XVII საუკუნის საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში იფეთქებს აჯანყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ქსნის ერისთავებთან აგზავნის ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს მოედება. შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. იგი მოულოდნელად გამოჩნდება ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს. ამ ძებნაში შეხვდება ბაში-აჩუკის დას - მზისას, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით, თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი, რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს, დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს - სელიმხანს.
ზომა: 700Mb
 

DOWNLOAD

კატეგორია: კინო | ნანახია: 698 | დაამატა: punisher | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]