მინი-ჩათი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

საიტის მეგობრები

მთავარი » 2008 » ნოემბერი » 8 » Dead Space (2008)
Dead Space (2008)
7:49 PM

თამაშის შესახებ:

დასახელება: Dead Space
გამოშვების თარიღი: 2008
ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 3rd Person/Horror
შემქმნელი: EA Redwood Shores
გამომცემელი: Electronic Arts
პლათფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია (Digital Download)


თამაშის შინაარსი:


კოსმოსურ მაღაროელ პლათფორმა ”იშიმურასთან” კავშირი უცრად წყდება. არც ისეთი ჩვეულებრივი შემთხვევაა თუმცა არც საგანგებომდე ქაჩავს. სადგურის ბორტზე აგზავნიან ინჟინერ კლარკს რომლის ამოცანაა აღმოაჩინოს დაზიანება და შეაკეთოს სისტემები. ინჟინერი პლათფორმის კორიდორებში ვერცერთ ადამიანს ვერ აღმოაჩენს, თუმცა ეკიპაჟი არსად გამქრალა - უბრალოდ იერი იცვალა... მადანის მორიგი მიღებისას ”იშიმურამ” გადაყლაპა უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმა რომელმაც სწრაფი განვითარება და ზრდა დაიწყო კომფორტაბელური ვარსკვლავთმფრენის სათბურისებრ პირობებში. ეკიპაჟი გადაიქცა ნედლეულად, რომლის მეშვეობით უცხოპლანეტურმა გონებამ საკუთარი ჯარისკაცები შექმნა. ახლა, ხომალდის ყრუ დერეფნებში სიკვდილის ქარი დანავარდობს, ნაკვეთურებს მიღმა კი რაღაც შარიშური და ფხოჭნაა. წყვდიადში ჩაფლული სადგური მოულოდნელ სტუმარს კატა-თაქგვობანას ეთამაშება, მაგრამ აიზეკს სულაც არ აქვს სურვილი ვინმეს სადილი გახდეს...

თამაშის თავისებურებანი:


ძარღვებში სისხლის გამყინავი შიში. კორიდორების მოჩვენებითი სიცარიელე და უკუნი წყვდიადი მესხვერპლს წებოვანი საცეცებით იხუტებს გულში. ხომალდის ლითონის კარკასით დამახინჯებული ბგერა ვიოლინოს ხემივით ღრჭიალებს მსხვერპლის შიშით დაჭიმულ ნერვებზე.
ამპუტაცია. Dead Space ჟანრის სხვა წარმომადგენლებისგან, სადაც უცხოპლანეტელები ათასობით იხოცებიან ტყვიის წვიმის ქვეშ, განსხვავდება. აიზეკი - უბრალო ინჟინერია, რომელიც თან მცირე არმიის არსენალს არ ატარებს. სამაგიეროდ მას აქვს ინსტრუმენტები: ხერხი, საჭრეთი და სხვა სასარგებლო მოწყობილობები რომლებიც მას ახლო ბრძოლაში ეხმარებიან. ურჩხულის დასამარცხებლად საჭიროა, დააზიანოს ანდა მოაჭრას სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, ამასთან არსებათა სხვადასხვა სახეობას იგი სხვადასხვა ადგილას აქვს.
მოდერნიზაცია. ყველა ინსტრუმენტი შეიძლება გაუმჯობესდეს და უბრალო ინჟინერული მოწყობილობიდან სრულფასოვან საბრძოლო იარაღად გადაიქცეს.
უწონადობა. პლატფორმის ყველა მოწყობილობა როდი მუშაობს გამართულად, ამიტომ გრავიტაცია შეიძლება გამოირთოს. უწონადობაში მოხვედრის დროს შეიძლება ჩართოთ მაგნიტური ფეხსამელები და გაისეირნოთ ჭერსა და კედლებზე. თუმცა, ხანდახან ყველაზე უსაფრთხოა სიცარიელეში ლივლივი..
უცხოპლანეტური რეალობა. რეალისტური ფიზიკის წყალობით Dead Space გაიძულებთ ირწმუნოთ საზარელი მოვლენები. როცა გარესამყარო ისე გამოიყურება და რეაგირებს ზემოქმედებაზე, როგორც ნამდვილი, ძნელია დაივიწყოთ რომ ეს თამაშია.

სისტემური მოთხოვნები:


პროცესორი: Pentium 4 ტაქტური სიჩქარით 3.2 გჰზ, Pentium D ტაქტური სიჩქარით 2.66 ГГц, AMD Athlon 64 3500+ ან უკეთესი
(რეკომენდებულია Pentium Intel Core 2 Duo, AMD 64 X2 5200+, AMD Phenom ანდა უკეთესი პროცესორები )
ოპერატიული მეხსიერება: 1 გბ (რეკომენდებულია 2 გბ)
ვიდეოკარტა: NVidia 6800 ანდა ATI X1650 ან უკეთესი დონის შეიდერულ მოდელ 3.0 ფუნქციით და 256 მბ მეხსიერება (რეკომენდებულია NVidia 8600 GTS ან უკეთესი, ATI X1900 ან უკეთესი)
ოპერაციული სისტემა: Windows XP\Vista

Uploaded On: Files.Ge File Size: 7.42 GB

DOWNLOAD

DOWNLOAD2

DOWNLOAD3

DOWNLOAD4

კატეგორია: თამაშები | ნანახია: 659 | დაამატა: professional | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]