მინი-ჩათი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

საიტის მეგობრები

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 19 » Ford Mustang
Ford Mustang
8:01 PM

ამერიკელისათვის ასეთი გარეგნობა ზღვა ემოციის წყაროა. გამოჩორკნილი „კაპოტი“ და ფალშ-რადიატორის ბადის უარყოფითი დახრა ერთგვარ ისრის ბოლოს წააგავს. იმავე ჟნრში ჯდება მასიური ბამპერიც თავისი ფართე ჰაერშემკრებებით. 

Ford Mustang — ჭეშმარიტი ამერიკული ავტომობილია ამ სიტყვების პირდაპირი და კარგი გაგებით. ვიღაცას გაეცინება მუსტანგის ტექნიკურ ჩამორჩენაზე, მაგრამ მას სწორედ მარტივი კონსტრუქცია სჭირდება. ამ ავტომობილს არაფერში არგია ზე-თანამედროვე ტექნოლოგიები. იგი უნდა იყოს მძლავრი, სწრაფი და შეძლებისდაგვარად, იაფი. 

ასე იყო დასაწყისში, 60-იან წლებში და ასე გრძელდება ახლაც. ძველი ძრავები და ცნობადი გარეგნობა — კონცეირული ცხოვრების 45 წლის განმავლობაში პონი-ავტომობილების 5 თაობა 9 მლნ ეგზემპლიარად გაიყიდა! იგი, სხვათა შორის, 24-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე კარგად გასაღებადი მოდელების 100 პუნქტიან სიაში.

სავალი ნაწილები პრაქტიკულად უცვლელია: წინიდან იგივე საყრდენები McPherson, უკან -დამოკიდებული ზამბარული პადვესკა. ინჟინრებმა მხოლოდ ამორტიზატორები გადააწყვეს მეტად სპორტულ ხასიათზე ახალი ზამბარებითა და სტაბილიზატორებით. საბურავების დისკები ახალია: მინიმუმ 17 და მაქსიმუმ 19-დიუმიანი. დღეს Mustang-ი 16-დან 18-დიუმიანი დისკებით აღიჭურვება. 

დღევანდელი Mustang-ი უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა დიზაინის კუთხით: რეტრო სტილი ძალიან მოუხდა ავტომობილს. მუსტანგის პრემიერამდე ბევრად ადრე მაზე უკვე რიგები იდგა. თუმცა იგი არ ყოფილა მოდელის ყველზე წარმატებული ვერსია. „მეორე“ გამოშვება 400 ათას ერთეულად იყიდებოდა წლის განმავლობაში!

სალონში მეტ რბილ პლასტიკს და ხმის იზოლაციას გვპირდებიან. აღჭურვა თითქმის იგივეა: უსაფრთხოების 4 ბალიში, კლიმატ-კონტროლი ოპციის სახით და თანამგზავრული რადიო - Sirius. განახლებებს შორისაა — სტაბილიზაციის სისტემა - AdvanceTrac Electronic Stability Control, უკანა ხედვის კამერა და ინფორმაციულ-მულტიმედიური სისტემის ახალი თაობა - Ford SYNC. 

ფორდელებმა გადაწყვიტეს კარგად გამოცდილი შტრიხები გამოეყენებინათ. მხოლოდ ცოტათი გაათანამედროვეს. ლოს-ანჟელესში წარმოდგენილი Mustang-ის ახალ ვერსიად აღქმა ცოტა რთული აღმოჩნდა. მხოლოდ ექსტერიერის ცალკეული დეტალების დაკვირვების შედეგად შეიძებოდა დარწმუნება, რომ მაყურებელთა წინაშე ნამდვილად ახალი გენერაცია იყო.

ოდნავ „მოჭუტული“ ფარები და რადიატორის ახალი ბადე, კორპუსის გვერდებზე პატარა რელიეფური შტრიხები, ახალი ბამპერები — დიზაინერი ნამდვილად ხელის ჩამორთმევის ღირსია. მართლაც ახალი ავტომობილი მივიღეთ 100 %-იანი ცნობადობით. მაშინათვე ეტყობა, რომ თქვენს წინაშე Mustang-ია! იგივე ამბავია სალონშიც. მკაფიო მაგალითი საწარმოო ევოლუციისა! პრინციპში, ასეთი მკაფიო რო?

ძრავი რამდენიმეა: შედარებით იაფიანი ვარიანტი V6, შემდგომ - 300-ძლიერი GT. უცნაურია, მაგრამ ნაკლებად მძავრი 210-ძლიერი მოდელი ახლანდელ 540-ძლიერ Shelby GT500KR-კუპეს წააგავს. 
ამ ყველაფერს წესით საფუძვლიანი რესტაილინგი უნდა ერქვას. თან, არც ტექნიკური თვალსაზრისითაა რაიმე უკეთესობა. ახალ ძრავებზე და დამოუკიდებელ პადვესკებზე არც იფიქროთ — ეს ხომ ამერიკელია. 4-ლიტრიანი „ექვსიანი“ მოდიფიკაცია Mustang V6-ი არაფრით არ შეცვლილა - იგივე 210 ცხ.ძ და 325 ნმ ბრუნვის მომენტი.

ფორდელებმა მხოლოდ ალუმინის V8 4.6 -აგრეგატის GT-ვერსიის განახლება იკადრეს. მიწოდების ახალი სისტემის წყალობით „რვიანის“ სიმძლავრე 315 ცხ.ძ (+15 ცხ.ძ) გახდა, წევამ კი 440 ნმ-ს (+5 ნმ) მიაღწია. ასეთი მცირე ნამატიც კი არ იქნება ურიგო, იმიტომ რომ ბოლო მონაცემების მიხედვით მუსტანგის წონა არ შემცირებულა: ნამატი 7-16 კგ-მდე მერყეობს ვერსიიდან გამომდინარე.

Ford Mustang — ახალი კუპე და კაბრიოლეტი გაიდვაში მომავალ წელს უნდა შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფასების შესახებ კომპანია დუმს, პრემიერამდე 1 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ GT Premium-ვერსია $30 100 ეღირება. 

იყო — გახდა

დღეს 210-ძლიერ კუპეში ამერიკელი დილერები $20 460-ს ითხოვენ. კაბიოლეტები საშუალოდ 5 ათასით ნაკლები ღირს ხოლმე.

damipaset shroma da damikomebtaret :D

კატეგორია: სურათები | ნანახია: 963 | დაამატა: professional | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]